გიორგი აბაშიშვილმა ზუგდიდში სტარტაპ კვირეული გახსნა

გიორგი აბაშიშვილმა ზუგდიდში სტარტაპ კვირეული გახსნა  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ზუგდიდში სტარტაპ კვირეული გახსნა.  კვირეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის 14 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მიზანი საქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. კვირეულის მიზანია ასევე, შეიქმნას ასევე, შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს.  ,,მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპ კვირეული იმართება საქართველოს რეგიონში, ზუგდიდში. ვინაიდან ჩვენ უკვე გვქონდა სტარტაპ კვირეული ორგანიზებული თბილისში, კრინიცას ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ დონეზე მოხდეს სტარტაპერების მხარდაჭერა. სტარტაპ კვირეული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ სტარტაპერებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაცვალონ იდეები და მოიზიდონ დაფინანსება საკუთარი სტარტაპებისთვის“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.  მისი განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს სტარტაპ კვირეულების მხარდაჭერა განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.