გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად, დღეს, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრო. საფრანგეთის ელჩმა საქართველოში  რენო სალინსმა ცნობილ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთერთგაცვლების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი გადასცა.
 
გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ელისო ბოლქვაძეს წარმატება პირადად მიულოცეს.
 
ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.