გიორგი მარგველაშვილი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევების საერთაშორისო შეჯიბრში გამარჯვებულ ქართველ სტუდენტებს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს საერთაშორისო კონკურსში მნიშვნელოვანი მიღწევა მიულოცა და სამომავლო წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, შეჯიბრის ქართველმა მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს მიღებული გამოცდილების შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 2015 წლის 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით საქართველოში კლიენთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში ეროვნული შეჯიბრი გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელიც დაკომპლექტებული იყო ამერიკელი სპეციალისტებისაგან, საქართველოს 2015 წლის ჩემპიონად CSL-ი დასახელდა. ქართველი სტუდენტები კონკურსზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით გაემგზავრნენ. 2015 წლის 15-18 აპრილს აშშ-ში ნებრასკას უნივერსიტეტში გამართულ შეჯიბრში კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა სხვა 20 ქვეყნის ეროვნულ შეჯიბრებებში გამარჯვებულ გუნდებთან ერთად მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს საერთაშორისო კონკურსში თამარ ფაცაცია, ნოდარ ჭიაბრიშვილი, იაგო წიტაიშვილი და მწვრთნელი არჩილ ბორჯაძე წარმოადგენდნენ.