გიორგი მარგველაშვილს გერმანიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხებსაც შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა ბეტინა კადენბახს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.