გიორგი მარგვლაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელთა მისიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელთა მისიას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: კარლ ინდერფურტი, კრისტინ ტოდ-ვიტმანი, პერ ეკლუნდი, მარია ბაბიჩი და მელისა მუსიო. მისია დაინტერესდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებული წინასაარჩევნო გარემოთი და ქვეყანაში არსებული მდგომარეობით.
გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო მისიასთან შეხვედრისას ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში დღის წესრიგში მდგარ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის, განხილვის ერთერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის გნცხადებით, პრეიზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო მისიასთან საკუთარი პოზიცია გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა პრეზიდენტის ინსტიტუტი და კიდევ უფრო შეკვეცა მისი უფლებამოსილებები.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოების თემებს, განსაკუთრებით, ოკუპაციის კონტექსტში იმ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოკუპაციასთან ბრძოლის მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.