ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხოვატიელ კოლეგას კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს შეხვდა.მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში გაზაფხულზე დაგეგმილ ვიზიტს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხორვატიის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეგობარი ქვეყნის ლიდერს საქართველოში დიდი სიხარულით უმასპინძლებს.