„ლატვიაში პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ბიზნესშეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება"

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ფარგლებში რიგაში დაგეგმილ ბიზნესშეხვედრას 50-ზე მეტი ლატვიელი ბიზნესმენი დაესწრება.
მისივე განცხადებით, ლატვიელ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ ქართველი ბისნესმენებისგან საქართველოში არსებულ ბიზნესკლიმატზე ინფორმაცია უშუალოდ მოისმინონ.
"დაგეგმილია უმნიშვნელოვანესი უმაღლესი რანგის შეხვედრები ქვეყნის პირველ პირთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე სხვა აქტივობები. ამავე დროს მინდა განსაკუთრაბით აღვნიშნო პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ბიზნესშეხვედრა - ქართველი და ლატვიელი ბიზნესმენების შეხვედრა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამომდინარე იქიდან, რომ ერთია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ ბზნესგარემოზე საუბრობენ, მეორე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ლატვიელ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ ქართველი ბისნესმენებისგან, ინვესტორებისგან უშუალოდ მოისმინონ ინფორმაცია საქართველოში არსებულ შესანიშნავ ბიზნესკლიმატზე, იმ ახალ რეალობაზე, რომელსაც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აძლევს. საქართველოს პრეზიდენტს მისი ვიზიტის დროს თან ახლავს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და ასევე საქართველოს ბიზნესასოციაციის გენერალური დირექტორი, შესაბამისად სწორედ მათთან ერთად გაიმართება შეხვედრა ლატვიელ კოლეგებთან. აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესშეხვედრის მიმართ ლატვიელი ბიზნესმენების დაინტერესება საკმაოდ მაღალია და ამ შეხვედრას ლატვიის მხრიდან 50-ზე მეტი ბიზნესმენი დაესწრება“, - განაცხადა აბაშიშვილმა