მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში  დაუნის სინდრომის მქონე 50-მდე  ბავშვს უმასპინძლეს. ქვეყნის პირველმა პირმა და მისმა მეუღლემ დაუნის სინდრომის მქონე მოყვარული მხატვრის ლექსო ფოდიშვილის ნახატების გამოფენა დაათვალიერეს. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ  პატარებთან ერთად ფერადი ქაღალდები მოხატეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო კავშირი  „ჩვენი ბავშვების“ მიერ  მომზადებული სოციალური კლიპი. ნახატების გამოფენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძების დასრულების შემდეგ პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

გამოფენას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება.