პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს მოსახლეობას ილიაობას ულოცავს

-გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ილიაობას – ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღეს.
თქვენო უწმინდესობავ, წყალობა და მფარველობა არ მოკლებოდეს თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. სიმხნევესა და ჯანმრთელობას გისურვებთ ჩვენი ერის საკეთილდღეოდ!