პრეზიდენტი მხატვარ ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, მხატვარ ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაციას დაესწრო, რომელზეც მისი ნახატები იყო გამოფენილი.
ალბომი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გამოიცა და მისი ავტორები არიან გიორგი ჯამბერიძე, თამარ ბელაშვილი, ნინო ქოქიაშვილი. 
ალბომი მხატვრის შემოქმედების ყველა პერიოდს აერთიანებს.