პრეზიდენტი რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და წვრთნების  შეფასებისა და მასზე რეაგირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.
 
"ორიოდე დღის წინ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო სამხედრო მანევრები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნულის შეფასებისთვის და მასზე რეაგირებისთვის", - განცხადება პრეზიდენტის სახელით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.