პრეზიდენტის მრჩეველი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ალტერნატიული ანგარიშის შედგენაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საემიგრაციო პოლიტიკითა და ქართული ენის არცოდნით გამოწვეული პრობლემების, ეთნიკური თვითმყოფადობის გამოვლენის ხელის შემშლელი ფაქტორების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.