პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდა.
 
შეხვედრისას მხარეებმა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხს ეხება. როგორც საუბრისას აღინიშნა, მომზადებული კანონპროექტი ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან წინააღმდეგობაში მოდის, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში არ მონაწილეობდნენ ევროკავშირის ექსპერტები, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი, რასაც ნათლად ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი.
 
პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას ექსპერტებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებების უგულებელყოფა.