პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ხულოს მუფტს გურამ აბაშიძეს შეხვდა

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც მუსლიმური თემის წინაშე დგას საქართველოში -  ბათუმში მეჩეთის რესტავრაციასა და გაფართოვებაზე, ქობულეთში მუსლიმური სასწავლებლის წინ მომხდარ ინციდენტზე, მოხეში განვითარებულ მოვლენებზე. ხულოს მუფტმა დასძინა, რომ არსებული ვითარების განსამუხტად აუცილებელია ნდობის აღდგენა მუსლიმურ თემსა და ხელისუფლებას შორის. პრეზიდენტის მრჩეველი ახლო მომავალში ხულოს რაიონში გაემგზავრება აჭარის მუსლიმ მოსახლეობასთან შესახვედრად.