პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ჯორჯიის შტატის Mercer-ის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრისას მხარეებმა იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას. შეხვედრისას ასევე  განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. მხარეებმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე და მათ პრობლემებზე საქართველოში, ასევე უმცირესობების ჩართულობაზე პოლიტიკურ პროცესებში.