პრეზიდენტის მრჩეველი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი სომხური და აზერბაიჯანული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდა. პრეზიდენტის მრჩეველმა სამხატვრო ხელმძღვანელებისგან თეატრებში არსებულ  ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.
რამდენიმე წლის განმავლობაში სომხური და აზერბაიჯანული თეატრების შენობები ავარიულ მდგომარეობაშია, რაც თეატრის სრულყოფილ ფუნქციონირებას უშლის ხელს. შეხვედრისას პრეზიდენტის მრჩეველი და სამხატვრო ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.