საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს პრეზიდენტის ფონდმა უფასო სამედიცინო-ამბულატორიული მკურნალობის შესაძლებლობა მისცა

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ქალაქ ათენში დაფინანსდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი „კავკასია“, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და ბერძენი ექიმები უფასოდ მოემსახურებიან საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ერთწლიანი პროექტი, საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, პრეზიდენტის ინიციატივით 14 სექტემბერს დაიწყო. „ეს პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ათენში არსებული ეკონომიკური კრიზის გამო, რომელიც ჩვენს თანამემამულეებზეც აისახა. პრეზიდენტის ფონდი აძლევს საშუალებას ქართველ ემიგრანტებს საბერძნეთისათვის ყველაზე კრიზისულ პერიოდში არ დარჩნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე,“- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდმა, რომელიც პროექტის პრეზენტაციას ათენში ესწრებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი, საბერძნეთის ჯანმრთელობის სამინისტროს გენერალური სამდივნოს წარმომადგენელი ლუმენიცა კოსტოპულუ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ექიმების“ გამგეობის თავმჯომარე ნიკიტას კანაკისი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთეა მოსაიკ“-ის თავმჯდომარე დიმიტრის ჯანეტოსი, საერთაშორისო კლუბ „ლაინს“-ის ვიცეგუბერნატორები ხარის ზახარიადუ, დიმიტრის ცანგარატოსი, სპიროს ხაძიდაკისი და კოსტას ბეკრისი და ქართველი მოძღვარი, მამა სინესიოსი (თეიმურაზ კალანდაძე);