საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჯოკო ვიდოდოს სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს
თქვენო აღმატებულებავ,
უაღრესად დამამწუხრა ქ. მედანში დატრიალებულმა საზარელმა ტრაგედიამ, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა.
ამ ძნელბედობის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ინდონეზიის ხელისუფლებასა და ხალხს.
გთხოვთ ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს.
პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი