საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის უდიდებულესობა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს


თქვენო უდიდებულესობავ,
 
ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით.
 
როგორც დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მაგალითი, ნორვეგიის სამეფო ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის შთაგონებისათვის, რომელიც ცდილობს უერთგულოს ფუნდამენტურ ღირებულებებსა და დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის საკეთილდღეო ურთიერთობისა განვითარებას; მწამს, რომ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული ისტორიული და მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.
 
ვიყენებ ამ შესაძლებლობას, და მსურს თქვენდამი გამოვხატო მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.
 
თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა  და საუკეთერსო სურვილები, თქვენს კეთილშობილურ მიზნებში წარმატებისათვის, ასევე ნორვეგიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.
 
 
პატივისცემით,
 
გიორგი მარგველაშვილი