საქართველოს პრეზიდენტი ნოვრუზ ბაირამზე ქართულ-აზერბაიჯანულ ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე თბილიში ქართულ-აზერბაიჯანულ ოჯახს ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილმა ვილაიატ აბდულაევსა და მარიამ ბერიაშვილს ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცა და ბედნიერება უსურვა. ქვეყნის პირველმა პირმა ახლადშექმნილ ოჯახს საჩუქრად შოთა რუსთაველის  „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.