საქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 12 ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
 
გიორგი მარგველაშვილთან ერთად პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე და სამხედრო საკითხებში აკია ბარბაქაძე ესწრებოდნენ.
 
2014 წლის გაზაფხულზე არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას, ხოლო ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს დაიღუპა.