საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიის პრემიერმინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გაეროში სლოვენიის პრემიერმინისტრ მირო ცერარს შეხვდა.მხარეებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის საჭიროა, უმაღლეს დონეზე ვიზიტების გააქტიურება.
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.