საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 18 ნოემბრის განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტრაციის უფროსად ლაშა აბაშიძე დაინიშნა.
ლაშა აბაშიძე 2013 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ფონდის მმართველი და ამასთან მისივე წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
2012- დან 2013 წლების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იკავებდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
2010-2012 წლებში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში საერთაშორისო ფინანსურ უნივერსიტეტში, რომლის ძირითად საქმიანობა საკრედიტო და საინვესტიციო მომსახურების გაწევაა. საერთაშორისო ფინანსურ უნივერსიტეტში ლაშა აბაშიძე იყო  ბიზნეს განვითარების უფროსი/აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
2007-2010 წლების განმავლობაში იგი მუშაობდა მუშაობდა სს „საქართველოს რკინიგზაში ოპერაციათა მართვის უფროსისა და შესყიდვების სააგენტოს უფროსის თანამდებობებზე.
ლაშა აბაშიძე 2004-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და აქვს სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პროფესიით  იურისტია, კერძოდ, 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.