საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 379

N 379    2015 წლის     8   დეკემბერი     ქ. თბილისი
 
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.“.
2. მე-5 მუხლში:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“;
ბ) მე-9 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:
  1. სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა;
ე) საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ვ)  ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი