საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N111

N 111    2014  წლის     25  მარტი     ქ. თბილისი
 
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
  1. „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის N430 ბრძანებულება.
  2. „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის N538 ბრძანებულება.
  3. „საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის N750 ბრძანებულება.
  4. „სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 30 სექტემბრის N570 ბრძანებულება.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი