საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N172

NN 172      2014 წლის     30  აპრილი      ქ. თბილისი
 
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
 
მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა;“, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება;“ და „იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა;“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი