საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N173

N  173       2015 წლის     19  მაისი    ქ. თბილისი
 
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის N 114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

   მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27.03.2014, 010210050.08.002.016919) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 2. ბრძანებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანდართული დებულება.“.

 3. ბრძანებულების №1 დანართიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „N1 დანართი“.

 4. ბრძანებულების №2, №3, №4, №5, №6, №7 დანართები ამოღებულ იქნეს.

 5. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების (შემდეგში - დებულება) პირველი მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
 „1. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდეგში - აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.“;

 ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
 „2. აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, ამ დებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (შემდეგში - საბჭოს მდივანი) მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“;

 გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
 „8. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი,                                      მ. აბდუშელიშვილის ქ. N1.“.
 
 6. დებულების მე-2 მუხლის:

 ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) წარმართავს NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირებას;“;
 
 ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნისა და პრეზიდენტის წინაშე.“.
 
 7. დებულების მე-3 მუხლში:
 
 ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

 „დ1) როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი, მონაწილეობს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პროექტების შემუშავებაში;“;

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

 „ე1) საბჭოს სახელით დებს ხელშეკრულებებს საექსპერტო-ანალიტიკურ სამუშაოთა შესრულების შესახებ;“;

 გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „რ) პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს;“.
 
 8. დებულების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ადამიანური რესურსების მართვა; საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია; აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლი; საბჭოს აპარატის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება; აპარატში NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და აღნიშნული ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობისა და NATO-ს უსაფრთხოების პოლიტიკით (NATO Security Policy) განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად; NATO-ს კრიპტოგრაფიული საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების გამოყენების უზრუნველყოფა;“.

 მუხლი 2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
გიორგი მარგველაშვილი