საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N174

N  174       2015 წლის     19  მაისი    ქ. თბილისი
 
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
 

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულება.

   მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2015 წლის 24 აპრილიდან.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი