საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N180

 
N 180        2015 წლის     22  მაისი    ქ. თბილისი
 
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის
2006 წლის 21 მარტის N216 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
 

   მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   25-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის (N1016-Iს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის N216 ბრძანებულება.

   მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2015 წლის 14 აპრილიდან.
 
 
გიორგი მარგველაშვილი