საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N187

NN 187     2014 წლის     10  მაისი      ქ. თბილისი
 
„საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებაში ნოტების გაცვლის გზით ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში
შესვლის შესახებ
 


მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს „საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებაში ნოტების გაცვლის გზით ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება.
მუხლი 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
1. აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
2. შეატყობინოს შვეიცარიის კონფედერაციის მხარეს ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი
 
 
 პრემიერ-მინისტრი                                                                            ირაკლი ღარიბაშვილი