საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N188

NN 188       2014 წლის     13  მაისი      ქ. თბილისი


 „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

მუხლი 1. „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში (www.matsne. gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002.016899) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
 
ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი
თამარ ხიდაშელი - იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი
ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარ-თველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი
ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
თეა გოგოტიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი
კონსტანტინე ჯანდიერი - მწერალი
უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი
გივი შაჰნაზარი - მწერალი
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)  
-
 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს -
პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 28 აპრილიდან.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი