საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N198

N  198        2015 წლის     8  ივნისი    ქ. თბილისი
 
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის N237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

     მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის N237 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge., 10/06/2014, 010110000.08.002.016938) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს  შემდეგი რედაქციის 511 მუხლი:

   „511. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია უცხოელს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭოს 47-ე და/ან 48-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად.“.
მუხლი
 
   2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
გიორგი მარგველაშვილი