საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N210

NN 210      2014 წლის     30  მაისი      ქ. თბილისი
 
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის N692 ბრძანებულებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის N692 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2013, 020090000.08.002.016867) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის (დანართი N1) მე-5 პუნქტის:
1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულება (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);“ .
2. „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი