საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N253

NN 253       2014 წლის     20  ივნისი      ქ. თბილისი
 
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის N75 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
 

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის (N1016-Iს) მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის N75 ბრძანებულება.
მუხლი 2.  ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 15 ივნისიდან.
 
 
გიორგი მარგველაშვილი