საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N255

NN 255     2014 წლის     20  ივნისი      ქ. თბილისი
 
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 აპრილის N212 ბრძანებულების ძალადაკარგულად
გამოცხადების თაობაზე
 
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის (N1016-Iს) მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 აპრილის N212 ბრძანებულება.
მუხლი 2.  ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 15 ივნისიდან.
 
 
გიორგი მარგველაშვილი