საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N315

N315      2015 წლის      29 სექტებერი      ქ. თბილისი
 
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის №928 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002. 016899) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
 
ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე
ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი
ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექ-ტორი
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი
რევაზ კიკნაძე - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატო-რიის რექტორი
კონსტანტინე ჯანდიერი - მწერალი
უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი
გივი შაჰნაზარი - მწერალი
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)  
-
 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი