საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N60

N 60      2014 წლის      19 თებერვალი      ქ. თბილისი
 
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
 

მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
  1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის N175 ბრძანებულება.
  2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ივნისის N463 ბრძანებულება.
  3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ელექტრონული ჯანდაცვის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 ივნისის N517 ბრძანებულება.
მუხლი 2. ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-3 პუნქტი - გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი