საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N64

N 64      2014  წლის     20  თებერვალი     ქ. თბილისი
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 31 მაისის N367 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
 
მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 31 მაისის N367 ბრძანებულება.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი