საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N75

N 75    2014  წლის     25  თებერვალი    ქ. თბილისი
 
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
 
მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულება.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი