საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N928

N 928      2013  წლის     26  ნოემბერი     ქ. თბილისი
 
შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ
 
საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის N277 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:
  1.  შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე ელისაშვილი - ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე
ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი
თამარ ხიდაშელი - იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი
ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარ-თველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი
ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
თეა გოგოტიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი
კონსტანტინე ჯანდიერი - მწერალი
უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი
გივი შაჰნაზარი - მწერალი
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) -  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალ-ციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპო-ლიტი.
2. კომისიის შემადგენლობაში მუდმივი წევრის სტატუსით შეყვანილ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველი.
3. კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა ანაზღაურებადია. კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
5. კომისიის თავმჯდომარეს აქვს ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის N212 ბრძანებულება.
7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
გიორგი მარგველაშვილი