საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N08/12/03
N 08/12/03 2014 წლის 8 დეკემბერი ქ. თბილისი
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2014 წლის 8 დეკემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
3. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან 2014 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. №1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონკურსო კომისია).
4. თუ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.
5. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის გვარი, სახელი, განათლება (უმაღლესი), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლი;
ვ) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია;
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
თ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს);
ი)ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
6. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
დავით პატარაია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრა-ციის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტის საპარლა-მენტო მდივანი
ბესარიონ აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის საპარლა-მენტო მდივნის მოადგილე
თამარ ბენაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრა-ციის ადამიანური რესურსების მართვის
დეპარტამენტის უფროსი
კახა კოჟორიძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
ნინო ლომჯარია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგა-დოების“
აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექ-ტორი
ხათუნა ლაგაზიძე „საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის“ თანათავმჯდომარე.
გიორგი მარგველაშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სია
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 დეკემბრის N08/12/03 განკარგულებით გამოცხადებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სია
1. გიორგი ჭიქაბერიძე
2. თამაზ ხუხუნაშვილი
3. მევლუდი კუხიანიძე
4. ლევან ტურაშვილი
5. თამაზ შარმანაშვილი
6. იოსებ თათარაშვილი
7. გიორგი ჯავახიშვილი
8. კონსტანტინე ამირაჯიბი
9. ლუხუმ ბურჯალიანი
10. ვლადიმერ ცუცქირიძე
11. ქეთევან მიქელაძე
12. ნათია ჯიქია
13. ქეთევან ფხალაძე
14. თედორე გობეჯიშვილი
15. ნიკოლოზ პროსტოსერდოვი
16. თამარ სართანია
17. მამუკა კოპალეიშვილი
18. მარინა მერეკლიშვილი
19. თამაზ თაყაძე
20. თამაზ კრავეიშვილი
21. ალექსანდრე ფაილოძე
22. ინგა კორკოტაძე
23. არჩილ ანასაშვილი
24. ემზარ ფაჟავა
25. ნათია ზაალიშვილი
26. დავით ღონღაძე
27. ანა მიქელაძე
28. თეიმურაზ ჩაჩავა
29. კონსტანტინე კირვალიძე
30. ვარლამ აპლაკოვი
31. ნანა ცინდელიანი
32. ბელა ცისკარიშვილი
33. ვლადიმერ ბოჟაძე
34. აკაკი ხუსკივაძე
35. ზურაბ ხრიკაძე
36. ინგა კელენჯერიძე
37. ზურაბ კერესელიძე