საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N13/07/01

N 13/07/01   2015 წლის     13  ივლისი    ქ. თბილისი
 
 
 
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით
 
დაჯილდოების შესახებ
 
 
 
2015 წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის დაჯილდოვდნენ:
 
ღირსების ორდენით:
 
 
 
კახა კალაძე - საქართველოს ენერგეტიკის    მინისტრი, ვიცე-პრემიერი.
 
 
 
მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:
 
 
 
ლევან გელაშვილი - პოლიციის მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-
 
საპატრულო სამმართველოს  ოცეულის მეთაური
 
თორღვა თორღვაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის სახანძრო-სამაშველო ოცეულის მეთაურის მოადგილე
 
მანუჩარ ინჯგია - პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს III განყოფილების II ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორი
 
გოდერძი კანდელაკი - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო - საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი
 
ლევან კაპანაძე - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი
 
ზურაბ მაჭარაშვილი - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი
 
ლევან ნათიძე - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი
 
გიორგი ნეფარიძე - პოლიციის მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი
 
ვლადიმერ ქრისტესაშვილი - პოლიციის მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი
 
პაატა ჩოფიკაშვილი - ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბის (მთავარი სამმართველო) G-3 სამმართველოს (ოპერატიული დაგეგმარება დამართვა) ოპერატიული განყოფილების უფროსი.
 
ღირსების მედლით:
 
 
 
ლევან კალაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის II სახანძრო-სამაშველო ნაწილის (განყოფილება) თანამშრომელი (მეხანძრე-მაშველის ფუნქცია-მოვალეობის შემსრულებელი).
 
 
 
 გიორგი მარგველაშვილი