საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N19/11/03


N 19/11/03        2013  წლის     19  ნოემბერი     ქ. თბილისი
 
 
 
          1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2013 წლის 20 ნოემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.
 
          2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე   25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
 
          3. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. №1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონკურსო კომისია).
 
4. თუ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.
 
          5. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის გვარი, სახელი, განათლება (უმაღლესი), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
 
          ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
 
          ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
 
          გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
 
          დ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
 
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
 
          ვ) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია;
 
          ზ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);
 
თ) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“  მე-12 მუხლის მე-5 ნაწილითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
 
 
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი
 
 
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 ნოემბრის N 19/11/03 განკარგულებით გამოცხადებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სია
 

1              ლაშა ჯიბღაშვილი
2              თამაზ კრავეიშვილი
3              გიორგი რურუა
4              გია ნიკოლაიშვილი
5              დავით ცერცვაძე
6              ეკატერინე მოდებაძე
7              ინგა კელენჯერიძე
8              გიორგი მკურნალიძე
9              გიორგი ჯერენაშვილი
10                 დიმიტრი ჯავახაძე
11                 ლიანა ბობოხიძე
12                 ზაზა ვაშაკიძე
13                 გიორგი ქისტაური
14                 ვაჟა შავიშვილი
15                 ვალერიან მაისურაძე
16                 გიორგი შარაბიძე
17                 ზაალ ზაალიშვილი
18                 მარიამ შელეგია
19                 ქეთევან მიქელაძე
20                 ნანა ბღარაშვილი
21                 ეკატერინე ჩაფიჩაძე
22                 ქეთევან ჩოჩია
23                 ვლადიმერ ბოჟაძე
24                 სოფიო გახელაძე