საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N19/11/04


N 19/11/04       2013  წლის     19  ნოემბერი     ქ. თბილისი
 
 
 
          1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 და მე-5  პუნქტების შესაბამისად, 2013 წლის 20 ნოემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
 
          2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.
 
          3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.
 
          4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის კონკურსის სამდივნოში წარდგენილი უნდა იქნეს:
 
          ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;
 
          ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;
 
          გ) ავტობიოგრაფია;
 
          დ) უმაღლესი განათლების (შესაბამისი სპეციალობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 
          ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 
ვ) არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილების, აქედან 3 წელი მმართველ თანამდებობაზე მუშაობის, დამადასტურებელი დოკუმენტი;
 
          ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;
 
          თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
 
          5. საბუთები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონკურსის სამდივნო.
 
          6. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შექმნას კონკურსის სამდივნო და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.
 
 
 
 
 
   გიორგი მარგველაშვილი

 
 
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 ნოემბრის N 19/11/04 განკარგულებით გამოცხადებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სია

1.       თეა გოგუაძე
2.       ტარიელ კულულაშვილი
3.       ტარიელ გვალია
4.       სერგო შავგულიძე
5.       რატი სხირტლაძე
6.       ნოშრევან ჟღენტი
7.       ნანა კაშია
8.       მიხეილ გოთოშია
9.       მერაბ ქათამაძე
10.       კახი ბექაური
11.       თემურ ბერიანიძე
12.       თამაზ ინაშვილი
13.       ზურაბ მამუკელაშვილი
14.       ზაურ ოტიაშვილი
15.       ვიქტორ წილოსანი
16.       ვენერა (ნინო) სუქნიძე
17.       ვახტანგ ბეგიაშვილი
18.       დავით ჯიქია
19.       დავით თუთბერიძე
20.       გიორგი ხარატიშვილი
21.       ბადრი ღვინჯილია
22.       ალექსანდრე წივწივაძე
23.       ავთანდილ ცაგარეიშვილი