საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N29/07/02

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება
 
 
 
N29/07/02  2015 წლის  29 ივლისი  ქ. თბილისი
 
 
 
გიორგი გორგილაძის პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს
 
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან
 
გათავისუფლების შესახებ
 
 
 
1. " დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო, გათავისუფლდეს გიორგი გორგილაძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან 2016 წლის 1 იანვრიდან.
 
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
 
 
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი