საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი DCFTA-თან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი უკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულების ამოქმედების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. პრეზიდენტის მრჩეველი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა და მათ ამ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა. გიორგი აბაშიშვილმა ყურადღება ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური უსაფრთხოების ასპექტებზე გაამახვილა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ქვეყნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.
ევროპის სახლის მიერ ორგანიზებულ შეხვედრისას განიხილებოდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოთხოვნების განსახორციელებლად ახალი  საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციების საკითხები და მოსალოდნელი ფინანსური რისკებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილების შესაძლებლობები.
შეხვედრას, რომელიც „ევროპის სახლის“ პროექტის ფარგლებში შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, ხელისუფლებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.