საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ალექსი ბარბაქაძე თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ალექსი ბარბაქაძესა და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს პოლკოვნიკ ჯევდეთ იაშარს შორის შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მომავალ თანამშრომლობას ომის ვეტერანთა თურქული მოდელის გაცნობისა და არსებული გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.