საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრო.
კონფერენცია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირმირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს ეძღვნებოდა.
კონფერენციაზე ასევე განიხილებოდა აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგიის განხორციელების საკითხები.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ბათუმში 10-11 ივლისს გაიმართა.