საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პანკისის ხეობას ქართველ მწერლებთან ერთად ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პანკისის ხეობას ქართველი მწერლებთან ერთად ესტუმრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, დუისის საშუალო სკოლაში ხეობის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი და რატი ამაღლობელი შეხვდნენ. ახალგაზრდებს მათ საკუთარი წიგნები უსახსოვრეს და მათთან ქართულ ლიტერატურაზე, ასევე ქისტებისა და ქართველების ურთიერთობაზე ისაუბრეს. დიუსელმა მოსწავლეებმა მწერლებს მადლობა გადაუხადეს და საკუთარი შემოქმედებაც გააცნეს.
როგორც სოფიო შამანიდმა აღნიშნა, ქართველი მწერლების სტუმრობა თავად ახალგაზრდების სურვილი იყო, რაც მოსწავლეებმა მისი ერთ-ერთი სტუმრობის დროს გამოთქვეს.