საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში საერთაშრისო სავალუტო ფონდის მიმდინარე საქმიანობა იყო. შეხვედრისას, განიხილეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, მათ შორის, ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის აქტუალური საკითხები. ყურადღება დაეთმო საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების აუცილებლობასა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ამას გარდა, ხაზგასმით აღინიშნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პრეზიდენტის მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებით.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მჭიდრო ურთიოერთობას სისი მნიშვნელობა ენიჭება, აქედან გამომდინარე, მხარეები შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.